X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

ძებნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

5 ნოემბერი 2016

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდნენ.შეხვედრაში კომისიის წევრებთან ერთად  ადგილობრივითვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ. სხდომაზე განიხილეს გამყოფ ხაზთანმდებარე სოფლებისთვის ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფის ღონისძიებები   და  აღნიშნულსოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხები.  ასევე, შეაჯამეს აღნიშნული სოფლების  მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა და შედეგები.  კომისიის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან  პროგრამა კვლავ გაგრძელდება.